1. საბჭოს სხდომის ოქმს ადგენს საბჭოს აპარატის თანამშრომელი ამ წესის შესაბამისად.

2. ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და აპარატის ის თანამშრომელი, რომელმაც შეადგინა ოქმი. თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება ოქმის შინაარსს, ასეთმა წევრმა შენიშვნა წერილობითი ფორმით უნდა დაურთოს ოქმს.

3. სხდომის ოქმში შეიტანება:

ა) საბჭოს დასახელება;

ბ) სხდომის დრო და ადგილი;

გ) დღის წესრიგი;

დ) სხდომაზე დამსწრე პირების სახელი, გვარი და სტატუსი;

ე) სხდომის ოქმის შედგენაზე პასუხიმგებელი პირის სახელი, გვარი და სტატუსი;

ვ) განხილვის მოკლე აღწერა;

ზ) კენჭისყრის შედეგები;

თ) მიღებული გადაწყვეტილებები.

4. სხდომის ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ინახება სააგენტოს კვლევებისა და განვითარების
სამსახურშ