1. გრანტის გაცემის თაობაზე საქმისწარმოების დაწყების საფუძველია საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფო გრანტის გაცემაზე საგრანტო კონკურსის გამოცხადებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ.

2. საგრანტო განაცხადების მიღება დასაშვებია საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადების სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსების მომენტიდან.

3. განცხადება საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს განაცხადის მიღების ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა ერთ კვირით ადრე მაინც.

4. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) გრანტის გამცემის დასახელება;

ბ) შესაბამისი სფეროს დასახელება, საქმიანობის/მომსახურების აღწერა და ის მიზნები, რომელიც უნდა იქნეს მიღწეული გრანტის გაცემით;

გ) საკვალიფიკაციო მოთხოვნები;

დ) შეფასების კრიტერიუმები;

ე) საგრანტო ვადა;

ვ) გრანტის მაქსიმალური ოდენობა;

ზ) საგრანტო წინადადება და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა;

თ) განაცხადების მიღების დაწყების და დასრულების თარიღი