1. საგრანტო განაცხადი წარმოადგენს საგრანტო კონკურსის ფარგლებში, განმცხადებლის მიერ კომისიაში შეტანილ პაკეტს, რომელიც შედგება შემდეგი დოკუმენტებისაგან:
ა) საგრანტო წინადადება;
ბ) განმცხადებლის დებულება/წესდება;
2. საგრანტო განაცხადში უნდა მიეთითოს:
ა) გრანტის გამცემის დასახელება, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
ბ) განმცხადებლის დასახელება, იურიდიული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია (ელ.ფოსტა და ტელეფონი);
გ) მოთხოვნა გრანტის მიღების შესახებ;
დ) განაცხადზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალი;
ე) განაცხადის წარდგენის თარიღი და ხელმოწერა.
3. საგრანტო განაცხადი კომისიას წარედგინება სამინისტროს იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის 14