1. სამართლებრივი ურთიერთობა სამინისტროსა და გრანტის მიმღებს შორის წესრიგდება ამ წესით და მათ შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულებით.

2. საგრანტო დოკუმენტის პროექტი მის გაფორმებამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, წარედგინება საქართველოს პრემიერ-მინისტრს წინასწარი თანხმობის მისაღებად (თუ გრანტის ოდენობა არ აღემატება 50 000-ს) ან განსახილველად საქართველოს მთავრობას, მთავრობის შესაბამისი განკარგულების გამოცემის მიზნით (თუ გრანტის ოდენობა აღემატება 50 000 ლარს).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ მხარეები ხელს აწერენ საგრანტო ხელშეკრულება