1. სამართლებრივი ურთიერთობა სააგენტოსა და სახელმწიფო გრანტის მიმღებს შორის წესრიგდება მათ შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.

2. საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძველია სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

3. სააგენტო უფლებამოსილია არ დადოს საგრანტო ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) არსებითად შეიცვალა გარემოება, რის გამოც შეუძლებელია საგრანტო ხელშეკრულების დადება;

ბ) გამარჯვებულად გამოვლენილმა განმცხადებელმა წერილობით უარი განაცხადა საგრანტო ხელშეკრულების დადებაზე;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებშ