1. საბჭო მსჯელობს და აფასებს განსახილველ საგრანტო განაცხადებს.

2. საბჭოს მიერ საგრანტო განაცხადის შეფასება ხორციელდება ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად.

3. საბჭოს შეუძლია საბჭოს სხდომაზე მოიწვიოს განმცხადებელი ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით გაესაუბროს მას, საგრანტო ინფორმაციის ან/და  დოკუმენტაციის გადამოწმების/დაზუსტების მიზნით.

4. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცემა სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის გაცნობასა და გასაჩივრებასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი.

5. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილთა სია ქვეყნდება ვებგვერდზე –
www.sgma.gov.ge ან/და სააგენტოს ოფიციალური სოციალური მედიის გვერდზ