1. საბჭოს წევრი ვალდებულია საბჭოს განუცხადოს ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც ხელს შეუშლის გადაწყვეტილების ობიექტურად და მიუკერძოებლად მიღებაში.
2. საბჭოს წინაშე აცილების საკითხი შეიძლება დააყენოს საბჭოს წევრმა ან განმცხადებელმა.
3. საბჭოს წევრი, რომელსაც გააჩნია ინტერესთა შეუთავსებლობა, ვალდებულია დაუყოვნებლივ განაცხადოს თვითაცილების შესახებ და მიუთითოს შესაბამისი საფუძველი. საკითხის დაყენების შემთხვევაში საბჭო კენჭს უყრის თვითაცილების/აცილების საკითხს. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს საბჭოს ის წევრი, რომელმაც დააყენა თვითაცილება ან რომლის მიმართაც დაყენებულია აცილების საკითხი. საბჭოს წევრი აცილებულად/თვითაცილებულად ითვლება საბჭოს მიერ ამ წესის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღების მომენტიდა