1. საჯარო კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. საჯარო კონკურსის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება სააგენტოს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე –
www.sgma.gov.ge ან/და სააგენტოს ოფიციალური სოციალური მედიის გვერდზე.

3. საჯარო კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას შეიძლება მიეწოდოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.

4. საჯარო კონკურსის ეტაპებია:

ა) საჯარო კონკურსის გამოცხადება;

ბ) საგრანტო განაცხადის მიღება;

გ) მიღებული საგრანტო განაცხადის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;

დ) საბჭოს მიერ საგრანტო განაცხადის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება;

ე) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.

5. საჯარო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების დასახელებას;

ბ) სახელმწიფო გრანტის სახეს;

გ) საგრანტო პერიოდს;

დ) საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ე) საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმებს;

ვ) სააგენტოს მიერ დადგენილ საგრანტო განაცხადის  ფორმასა და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას;

ზ) საგრანტო განაცხადის მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღს;

თ) საგრანტო ხელშკრულების პროექტს.

6. საჯარო კონკურსის გამოცხადების შემდეგ სააგენტო უფლებამოსილია, გამართოს საკონსულტაციო შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან. შეხვედრების შესახებ ინფორმაცია განთავსდება სააგენტოს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე –
www.sgma.gov.ge ან/და სააგენტოს ოფიციალური სოციალური მედიის გვერდზ