1. ინტერესთა შეუთავსებლობას წარმოადგენს, თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის დამფუძნებელი/დამფუძნებლები, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ი, მართველობის ორგანოს პირ(ებ)ი ან/და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგრანტო განაცხადის განმახორციელებელი პირ(ებ)ი არიან სააგენტოს თანამშრომლები ან ამ პირთა ახლო ნათესავები.

2. საგრანტო განაცხადის განხილვაში არ მონაწილეობს საბჭოს წევრი, თუ განმცხადებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, დამფუძნებელთან/დამფუძნებლებთან, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)თან, მმართველობის ორგანოს წევრ(ებ)თან ან საგრანტო განაცხადის განმახორციელებელ პირ(ებ)თან იმყოფება რაიმე სამართლებრივ ურთიერთობაში, ან სხვა სახის გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს ობიექტური გადაწყვეტილების მიღებაზე, ან არის ამ პირთა ახლო ნათესავი.

3. ამ წესის მიზნებისათვის ახლო ნათესავად მიიჩნევა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირ(ებ)