1. საგრანტო განაცხადის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ფორმალურ შესაბამისობას ამოწმებს სააგენტო.

2. საგრანტო განაცხადი, რომელიც არ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რჩება განუხილველი, რის თაობაზეც სააგენტოს თავმჯდომარე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

3. სააგენტო საგრანტო განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ იღებს გადაწყვეტილებას, თუ:

ა) არ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ბ) განმცხადებელმა წერილობით უარი განაცხადა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაზე.

4. სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობასა და გასაჩივრებასთან დაკავშირებით მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წეს