1. საბჭოს სხდომის ოქმს ამ წესის შესაბამისად ადგენს სხდომის მდივანი.

2. ოქმი დგება ელექტრონული ფორმით, რომელიც იბეჭდება სხდომის დასრულებისთანავე და წარედგინება საბჭოს წევრებს ხელმოსაწერად. სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, სხდომაზე დამსწრე საბჭოს ყველა წევრი და სხდომის მდივანი.

3. სხდომის ოქმში შეიტანება:

ა) საბჭოს დასახელება;

ბ) სხდომის დრო და ადგილი;

გ) სხდომაზე დამსწრე პირების სახელი, გვარი, სტატუსი/თანამდებობა;

დ) სხდომის მდივნის სახელი და გვარი;

ე) დღის წესრიგი;

ვ) საკითხების განხილვის აღწერა;

ზ) კენჭისყრის შედეგები;

თ) მიღებული გადაწყვეტილებები.

4. სხდომის ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ინახება სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულშ