1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით,  სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სააგენტოს თანამშრომელთაგან იქმნება საბჭოს სამდივნო.

2. საბჭოს სამდივნოს საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარე.

3. საბჭოს სამდივნო:

ა) უზრუნველყოფს საბჭოს მიერ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადებას;

ბ) ასრულებს საბჭოს წევრების მითითებებს;

გ) საბჭოს სხდომამდე არაუგვიანეს 1 კვირით ადრე საბჭოს წევრებს უგზავნის საბჭოს მიერ განსახილველ საგრანტო განაცხადებსა და თანდართულ დოკუმენტაციას;

დ) ასრულებს საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ფუნქციებ