1. საგრანტო ხელშეკრულება შეიცავს:
ა) მხარეთა რეკვიზიტებს;
ბ) საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძველს;
გ) საგრანტო ხელშეკრულების საგანსა და მიზანს;
დ) მხარეთა უფლება-მოვალეობებს;
ე) სახელმწიფო გრანტის ოდენობას, დაფინანსების პირობებსა და ვადებს;
ვ) საგრანტო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის ფორმებს;
ზ) საგრანტო ხელშეკრულების შეჩერების, ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს, შეჩერებისა და შეწყვეტის წესს და საგრანტო თანხის სააგენტოსთვის უკან დაბრუნების გარემოებებს;
თ) ანგარიშგების წესს;
ი) დავის გადაწყვეტის წესს;
კ) საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესსა და ფორმას;
ლ) გრანტის გამცემის მიერ საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგის საკითხებს;
მ) სხვა საკითხებს.
2. საგრანტო ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია დეტალური საგრანტო პროექტი, გეგმა-გრაფიკი, შესაბამისი ბიუჯეტი, შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმები.
3. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სახელმწიფო გრანტის ჩარიცხვა ხორციელდება სპეციალურად საგრანტო თანხის მისაღებად საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკში გახსნილ საბანკო ანგარიშზე, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საგრანტო თანხის ათვისებისა და ხარჯვის მიზნით.
4. დაუშვებელია სახელმწიფო გრანტის მიმღების მიერ სახელმწიფო გრანტის ფარგლებში ქვეგრანტის გაცემა.
5. საზოგადოებრივი ორგანიზაცია უფლებამოსილია საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტის ფარგლებში, ნებისმიერ მუხლსა და პუნქტში, გარდა შრომის ანაზღაურების მუხლისა და მისი პუნქტებისა, შეიტანოს ცვლილება მთლიანი ბიუჯეტის მუხლის/პუნქტის არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. საზოგადოებრივი ორგანიზაცია ვალდებულია ცვლილების შესახებ წერილობითი ფორმით აცნობოს სააგენტოს 5 სამუშაო დღის ვადაში.
6. სახელმწიფო გრანტის მიმღები ვალდებულია სახელმწიფო გრანტის საშუალებით განხორციელებულ ნებისმიერ ღონისძიებაზე ან/და საინფორმაციო/საკომუნიკაციო მასალაზე ან/და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებისას მიუთითოს პროექტის სახელმწიფო გრანტით დაფინანსების შესახებ და დაიტანოს სააგენტოს ოფიციალური ლოგო და სრული სახელწოდებ