1. საბჭო იხილავს განსახილველ საგრანტო განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადის დაფინანსების თაობაზე;

2. საბჭო, საჭიროების შემთხვევაში, ამ წესის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას დოკუმენტაციის/ინფორმაციის დაზუსტების ან/და წარმოდგენის თაობაზე. თანადაფინანსებითი გრანტის შესახებ განაცხადის შინაარსობრივი ან/და ფინანსური დაზუსტება ხორციელდება ამ წესის მე-19 მუხლის შესაბამისად.

3. საბჭოს შეუძლია თანადაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, სხდომაზე მოიწვიოს ან ტექნიკური საშუალების გამოყენებით გაესაუბროს თანადამფინანსებელს ან/და განმცხადებელ