1. სახელმწიფო გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო.

2. სააგენტო ამოწმებს და აფასებს სახელმწიფო გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

3. სააგენტო არ ახორციელებს იმ ღონისძიებების მონიტორინგს, რომელიც არ არის გათვალისწინებული საგრანტო ხელშეკრულებით.

4. მონიტორინგი ხორციელდება ობიექტურობის, დამოუკიდებლობის, პროფესიონალიზმისა და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვით.

5. მონიტორინგის განმახორციელებელი პირ(ებ)ი არ უნდა იმყოფებოდნენ შესაბამის საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ინტერესთა შეუთავსებლობაში. ამ მუხლის მიზნებისთვის, ინტერესთა შეუთავსებლობად მიიჩნევა ნებისმიერი გარემოება, რომელიც ხელს უშლის ობიექტურობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით მონიტორინგის განხორციელებას.

6. მონიტორინგის სახეებია:

ა) მიმდინარე მონიტორინგი;

ბ) საბოლოო მონიტორინგი.

7. მიმდინარე მონიტორინგის მიზანია სახელმწიფო გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მიმდინარეობის შემოწმება და შეფასება.

8. საბოლოო მონიტორინგის მიზანია საგრანტო ხელშეკრულების პირობების სრულად შესრულების  შემოწმება და შეფასება.

9. მონიტორინგი ხორციელდება სახელმწიფო გრანტის მიმღების მიერ წარდგენილი ანგარიშ(ებ)ის ან/და გრანტის გამცემის მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე.

10. მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს გასვლითი შემოწმებით ან/და დოკუმენტური შემოწმებით ან/და სხვა ფორმით.

11. გასვლითი მონიტორინგი გულისხმობს მონიტორინგის განმახორციელებელი პირ(ებ)ის მიერ საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების ადგილზე შემოწმებას.

12. სააგენტო უფლებამოსილია საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგის მიზნით, სახელმწიფო გრანტის მიმღებს პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე დასრულებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში მოსთხოვოს საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტი ან/და შეამოწმოს შესაბამისი ადგილი.

13. სახელმწიფო გრანტის მიმღები ვალდებულია ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარადგინოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესითა და ფორმით.

14. სახელმწიფო გრანტის მიმღებს უფლება არ აქვს, თავი აარიდოს მოთხოვნილი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მიწოდებას, წარადგინოს მცდარი ინფორმაცია, ან სხვაგვარად ხელი შეუშალოს მონიტორინგის განხორციელების პროცესს.

15. მონიტორინგის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო გრანტის მიმღების თანხმობის გარეშე, ნებისმიერი მესამე პირისგან/ორგანიზაციდან/უწყებიდან მიიღოს საგრანტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

16. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით მიიღება შემდგომი ღონისძიებების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება.

17. სააგენტო უფლებამოსილია წლის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გაცნობის მიზნით, წარუდგინოს საბჭო