1. კომისია, სახელმწიფო გრანტის გაცემაზე საგრანტო კონკურსის გამოცხადებისათვის, ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შემდგომ აქვეყნებს განცხადებას სახელმწიფო გრანტის გაცემაზე საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
2. საგრანტო განაცხადების მიღება დასაშვებია საგრანტო კონკურსის გამოცხადების განცხადებაში მითითებულ ვადაში.
3. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) გრანტის გამცემის დასახელება;
ბ) შესაბამისი სფეროს დასახელება, საქმიანობის/მომსახურების აღწერა და ის მიზნები, რომელიც უნდა იქნეს მიღწეული გრანტის გაცემით;
გ) საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
დ) შეფასების კრიტერიუმები;
ე) საგრანტო ვადა;
ვ) გრანტის მაქსიმალური ოდენობა;
ზ) საგრანტო წინადადება და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა;
თ) განაცხადების მიღების დაწყების და დასრულების თარიღ