1. განაცხადების მიღებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ კომისია იწყებს საგრანტო განაცხადების შემოწმებას. შემოწმების მიზანია წარმოდგენილი განაცხადების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
2. შერჩევის პროცესში კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საგრანტო განაცხადის განსახილველად მიღების ან განუხილველად დატოვების თაობაზე;
ბ) საგრანტო განაცხადში ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების თაობაზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე კომისია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვს განმცხადებელს დოკუმენტაციის დაზუსტებას და/ან წარმოდგენას.
4. თითოეული განაცხადის განუხილველად დატოვების თუ განსახილველად მიღების საკითხს კომისია წყვეტს კენჭისყრით.
5. განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს განუხილველად დატოვების საფუძველი. განაცხადი რჩება განუხილველად, თუ ის არ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ან:
ა) განმცხადებელმა არ წარადგინა საგრანტო წინადადება;
ბ) განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი, რომლის წარდგენაც მოითხოვა კომისიამ ან, ამ დოკუმენტის წარდგენის მიუხედავად, ამ წესის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საგრანტო განაცხადის განუხილველად დატოვების თაობაზე;
გ) განმცხადებელმა, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, არ აღმოფხვრა ტექნიკური ხარვეზი და/ან არ დააზუსტა და/ან არ წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია;
დ) განმცხადებელმა ნებაყოფლობით უარი განაცხადა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაზე.
6. კომისია უფლებამოსილია, საგრანტო განაცხადის შერჩევისას, კომისიის სხდომაზე მოიწვიოს განმცხადებელი, მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაციის დაზუსტების/განმარტების მიზნით.
7. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში არ იქნა შეტანილი არცერთი საგრანტო განაცხადი ან ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, სხდომიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსის ხელახალი გამოცხადების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეცვლის ან საგრანტო კონკურსის შეწყვეტის შესახებ.
8. ამ მუხლის მე-2 პუნქტით მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე განმცხადებელს კომისიის თავმჯდომარის მიერ ეცნობება წერილობი