1. კომისია საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს ამ წესის საფუძველზე და საგრანტო პროგრამის მიზნების შესაბამისად.

2. ორგანიზაცია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საკონკურსო განაცხადის პირობებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მისი საგრანტო განაცხადი დარჩება განუხილველი, რის თაობაზეც ეცნობება წერილობით დეპარტამენტის უფროსის მიერ.

3. კომისიას უფლება აქვს საგრანტო კონკურსის მიმდინარეობისას განმცხადებელს მოსთხოვოს საგადასახადო დავალიანების მდგომარეობის ამსახველი ცნობა.

4. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ცნობა, კომისია იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადის განუხილველად დატოვების თაობაზე.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ცნობის საფუძველზე, საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადის განუხილველად დატოვების თაობაზე დავალიანების მოცულობის გათვალისწინები