1. კომისიის სხდომას იწვევს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომაზე საკითხები განიხილება დღის წესრიგის შესაბამისად, რომლის შედგენასა და კომისიის წევრებისათვის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელია სხდომის თავმჯდომარე.

2. სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს კომისიის ყველა წევრი.

3. კომისია მსჯელობს და გადაწყვეტილებას იღებს დახურულ სხდომაზე.

4. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა უმრავლესობა.

5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, კომისიის ერთ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

6. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ განსახილველ საკითხს მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

7. კომისიის გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმშ