1. კომისია იწყებს განსახილველად მიღებული საგრანტო წინადადების დეტალურ შესწავლას და შეფასებას. შეფასება განხორციელდება კომისიის ყველა წევრის მიერ, ამ წესის მე-16 მუხლითა და კომისიის მიერ საგრანტო პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.

2. საგრანტო წინადადება ფასდება კომისიის წევრების მიერ მინიჭებულ ქულათა ჯამის საფუძველზე.

3. გამარჯვებულად ითვლება ის საგრანტო წინადადება, რომელიც სხვა საგრანტო წინადადებაზე უფრო მეტ ქულას მიიღებს.

4. თუ ორმა ან რამდენიმე საგრანტო წინადადებამ თანაბარი ქულები დააგროვა, მაშინ გამარჯვებული საგრანტო წინადადების გამოვლენა ხდება კენჭისყრით.

5. კომისია გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე, არაუმეტეს 1 კვირის ვადაში, წარუდგენს მინისტრს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის წერილით.

6. საგრანტო კონკურსის შედეგები საჯაროდ ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზ