1. დისკვალიფიკაციის პროცედურის შემდგომ საბჭო იწყებს განსახილველად მიღებული საგრანტო წინადადების დეტალურ შესწავლას და შეფასებას. შეფასება განხორციელდება საბჭოს ყველა წევრის მიერ ცალ-ცალკე, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში მოხდება ახსნა-განმარტებების მიღება შესაბამისი განმცხადებლისა (წერილობით) და/ან დამოუკიდებელი ექსპერტისაგან.

2. საგრანტო კონკურსის ერთ მიმართულებაზე გამარჯვებულად შესაძლებელია გამოცხადდეს სხვადასხვა განმცხადებლის მიერ წარდგენილი ერთზე მეტი საგრანტო წინადადება.

3. საგრანტო წინადადება ფასდება საბჭოს წევრების მიერ მინიჭებულ ქულათა საშუალო საფუძველზე.

4. გამარჯვებულად ითვლება ის საგრანტო წინადადება, რომელიც სხვა საგრანტო წინადადებაზე უფრო მეტ ქულას მიიღებს, თუ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება საგრანტო წინადადების უარყოფის შესახებ.

5. თუ საგრანტო წინადადებამ მიიღო მაქსიმალური ქულის ნახევარზე ნაკლები, საბჭოს ნებისმიერ წევრს უფლება აქვს დასვას საგრანტო წინადადების უარყოფის საკითხი. ასეთ შემთხვევაში კენჭი ეყრება საგრანტო წინადადების უარყოფას. თუ კენჭისყრის შედეგად საგრანტო წინადადება არ იქნა უარყოფილი, იგი ჩაითვლება მიღებულად.

6. თუ ორმა ან რამდენიმე საგრანტო წინადადებამ თანაბარი ქულები დააგროვა, მაშინ გამარჯვებული საგრანტო წინადადების გამოვლენა ხდება კენჭისყრით. კენჭისყრის შედეგად ორი ან რამდენიმე საგრანტო წინადადების მიერ თანაბარი ხმების დაგროვების შემთხვევაში საგრანტო წინადადების განხილვისა და შესწავლის პროცედურა იწყება თავიდან.

7. საგრანტო კონკურსის შედეგების შესახებ საჯაროდ ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზ