საგრანტო ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს:
ა) მხარეთა დასახელებას და რეკვიზიტებს;
ბ) მითითებას საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძველის შესახებ;
გ) შესასრულებელი სამუშაოს/მომსახურების აღწერას;
დ) მხარეთა უფლება-მოვალეობებს;
ე) ცენტრის მიერ გაცემული გრანტის ოდენობას და დაფინანსების ეტაპებს, ვადას, და სუბიექტის საბანკო რეკვიზიტებს;
ვ) გრანტის გაცემის მიზნებს;
ზ) პროექტის დეტალურ ბიუჯეტს/ხარჯთაღრიცხვას;
თ) პასუხისმგებლობის ფორმებს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო;
ი) შესასრულებელი სამუშაოს/მომსახურების ვადას, ეტაპებს;
კ) საგრანტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს და შეწყვეტის წესს;
ლ) ქვეგრანტის გაცემის (ქვეკონტრაქტირების) წესს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) სამუშაოს/მომსახურების შესრულების დადასტურების წესს;
ნ) ანგარიშგების წესს;
ო) გრანტის გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნების მექანიზმს;
პ) დავის გადაწყვეტის წესს;
ჟ) საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წეს