საგრანტო წინადადება უნდა შეიცავდეს:
ა) რა მეთოდებითა და საშუალებით უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/მომსახურების შესრულებას. ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, განმცხადებელი სამუშაოს/მომსახურებას დამოუკიდებლად შეასრულებს თუ ისარგებლებს ქვეგრანტის გაცემის (ქვეკონტრაქტირების) შესაძლებლობით;
ბ) გრანტის ოდენობას, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/მომსახურების შესრულებას;
გ) დეტალურად გაწერილ პროექტის ბიუჯეტს/ხარჯთაღრიცხვას;
დ) შესრულების ვადას;
ე) მოსალოდნელ შედეგს;
ვ) ინფორმაციას განმცხადებლის ადამინური რესურსების, მათი ვინაობისა და კვალიფიკაციის შესახებ;
ზ) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ გეგმავს განმცხადებელი მიღწეული შედეგების შეფასება