1. ცენტრის საგრანტო პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსის გამოცხადების, საგრანტო განაცხადების მიღებისა და განხილვის და საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კონკურსის მონაწილის გამოვლენას და ამ წესით დადგენილ სხვა შესაბამის პროცედურას ახორციელებს ცენტრის სამეცნიერო საბჭო (შემდგომში - საბჭო).

2. საბჭო შექმნილია გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. საბჭოს შექმნის, წევრთა არჩევის, სხდომის ჩატარების წესი, ფუნქციები, გრანტის გაცემის პროცედურები, ინტერესთა შეუთავსებლობისა და გრანტის გაცემაზე გადაწყვეტილების წესი, გაწერილია გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებულ საბჭოს დებულებაში