1. სამართლებრივი ურთიერთობა ცენტრსა და გრანტის მიმღებს შორის წესრიგდება ამ წესით და მათ შორის დადებული წერილობითი საგრანტო ხელშეკრულებით.
2. საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძველია საბჭოს გადაწყვეტილება, გრანტის მიმღების საგრანტო წინანადადების გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ.
3. საბჭო, წერილობით დასაბუთებულ გადაწყვეტილებას წარუდგენს გენერალურ დირექტორს. გენერალური დირექტორი, გადაწყვეტილებას გადასცემს ცენტრის საფინანსო დეპარტამენტს საგრანტო ხელშეკრულების გასაფორმებლად.
4. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე გრანტის მიმღები ცენტრს წარუდგენს წერილობით დადასტურებას იმის შესახებ, რომ არა აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება, არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. ასევე ცნობას ბანკიდან მის არსებულ ანგარიშებზე საინკასო დავალებების არარსებობის შესახებ.
5. ცენტრი უფლებამოსილია, საგრანტო დაფინანსების მიმღების მიერ ყოველი საანგარიშო პერიოდის (თითოეული საანგარიშო პერიოდის ხანგრძლივობა 1 წელია) დაწყებამდე, არა უგვიანეს 20 დღით ადრე, წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ბიუჯეტში განახორციელოს ცვლილება.
6. დაუშვებელია საგრანტო ხელშეკრულების დადება, თუ გასაჩივრებულია საბჭოს გადაწყვეტილება გრანტის მიმღების საგრანტო წინანადადების გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ და სუბიექტი მოითხოვს საგრანტო კონკურსის შედეგების ბათილად ან/და ძალადაკარგულად გამოცხადებას.
7. საგრატო ხელშეკრულების დადების, შეჩერების, შეცვლისა და შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
8. გრანტის მიმღებს შეუძლია გასცეს ქვეგრანტი, თუ მისი გაცემა გათვალისწინებულია გრანტის მიმღებსა და ცენტრს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულებით. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგრანტო ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს ქვეგრანტის გაცემის პირობებს.
9. ნატურალური ფორმით გრანტის გაცემის შემთხვევაში, გამოყენებული/გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნების საკითხი რეგულირდება გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
10. გრანტის გამცემის უფლებამოსილ პირსა და საგრანტო კონკურსში გამარჯვებულს შორის, გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 დღისა, იდება საგრანტო ხელშეკრულება.
11. საგრანტო ხელშეკრულება არ იდება იმ შემთხვევაში, როცა:
ა) არსებითად შეიცვალა გარემოება, რის გამოც შეუძლებელია საგრანტო ხელშეკრულების დადება;
ბ) გამოვლინდა დისკვალიფიკაციის საფუძველი;
გ) არსებითად არის დარღვეული საგრანტო კონკურსის ჩატარების წესი.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების აღმოფხვრიდან 7 დღის ვადაში, გრანტის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების ან ხელახალი საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ. სხვა შემთხვევაში ცხადდება ხელახალი საგრანტო კონკურსი.
13. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, 7 დღის ვადაში გრანტის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის შესახე