1. სამართლებრივი ურთიერთობა
სააგენტოსა
და გრანტის მიმღებს შორის წესრიგდება ამ წესით და მათ შორის დადებული წერილობითი საგრანტო ხელშეკრულებით.

2. საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძველია საბჭოს გადაწყვეტილება, გრანტის მიმღების საგრანტო წინანადადების გამარჯველად გამოვლენის შესახებ.

3. საგრატო ხელშეკრულების დადების, შეჩერების, შეცვლისა და შეწყვეტის წესი რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით.

4. გრანტის მიმღებს შეუძლია გასცეს ქვეგრანტი, თუ მისი გაცემა გათვალისწინებულია გრანტის მიმღებსა და გამცემს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულებით. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგრანტო ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს ქვეგრანტის გაცემის პირობებს.

5. გრანტის გამცემის უფლებამოსილ პირსა და საგრანტო კონკურსში გამარჯვებულს შორის საგრანტო ხელშეკრულება იდება საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა
უგვიანეს 10 დღისა.

6. საგრანტო ხელშეკრულება არ იდება იმ შემთხვევაში, როცა:

ა) არსებითად შეიცვალა გარემოება, რის გამოც შეუძლებელია საგრანტო ხელშეკრულების დადება;

ბ) გამოვლინდა დისკვალიფიკაციის საფუძველი;

გ) არსებითად არის დარღვეული საგრანტო კონკურსის ჩატარების წესი.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების აღმოფხვრიდან 7 დღის ვადაში, გრანტის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების ან ხელახალი საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ. სხვა შემთხვევაში ცხადდება ხელახალი საგრანტო კონკურსი.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, 7 დღის ვადაში უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის შესახე