1. საბჭო ამოწმებს საგრანტო განაცხადებს. შემოწმების მიზანია წარმოდგენილი განაცხადების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
2. საგრანტო განაცხადის შერჩევის მიზნით საბჭო ამოწმებს შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი საგრანტო განაცხადი დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს
.
3. თითოეული განაცხადის დისკვალიფიკაციის თუ განსახილველად მიღების საკითხს საბჭო წყვეტს კენჭისყრით.
4. დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს დისკვალიფიკაციის საფუძველი. განაცხადი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას
, თუ ის არ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ან:
ა) განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილი იყო საგრანტო კონკურსში მონაწილებისათვის;
ბ)
განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი, რომლის წარდგენაც მოითხოვა საბჭომ, ან ამ დოკუმენტის წარდგენის მიუხედავად, ამ წესის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად
, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საგრანტო განაცხადის დისკვალიფიკაციის თაობაზე;
გ) წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის კანონმდებლობით დადგენილი ფორმის;
დ) ერთი სუბიექტის მიერ წარმოადგენილია ერთზე მეტი საგრანტო წინადადება;
ე) ამ წესით განსაზღვრულ ვადაში არ აღმოიფხვრა ტექნიკური ხარვეზი;
ვ) განმცხადებელმა ნებაყოფლობით უარი განაცხადა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაზე.
5. განაცხადში აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზი არ მიიჩნევა დისკვალიფიკაციის საფუძვლად და იგი უნდა გასწორდეს განმცხადებლის მიერ მისი გამოვლენიდან სამი სამუშაო დღის ვადაშ