1. განაცხადების მიღებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ საბჭო იწყებს საგრანტო განაცხადების შემოწმებას. შემოწმების მიზანია წარმოდგენილი განაცხადების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

2. საგრანტო განაცხადის შერჩევის მიზნით საბჭო ამოწმებს შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი საგრანტო განაცხადი დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

3. შერჩევის პროცესში საბჭო ახდენს საგრანტო განაცხადების კლასიფიკაციას შემდეგ კატეგორიებად:

ა) საგრანტო განაცხადები, რომელთა მიმართ არსებობს დისკვალიფიკაციის საფუძველი;

ბ) საგრანტო განაცხადები, რომლებიც განხილულ უნდა იქნეს;

გ) საგრანტო განაცხადები, რომლებსაც აქვს ტექნიკური ხარვეზი და ექვემდებარება გამოსწორებას.

4. თითოეული განაცხადის დისკვალიფიკაციის თუ განსახილველად მიღების საკითხს საბჭო წყვეტს კენჭისყრით.

5. დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს დისკვალიფიკაციის საფუძველი. განაცხადი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ ის არ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ან:

ა) განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილი იყო საგრანტო კონკურსში მონაწილეებისათვის;

ბ) განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი, რომლის წარდგენაც მოითხოვა საბჭომ, ან ამ დოკუმენტის წარდგენის მიუხედავად, ამ წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საგრანტო განაცხადის დისკვალიფიკაციის თაობაზე;

გ) წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის კანონმდებლობით დადგენილი ფორმის;

დ) ამ წესით განსაზღვრულ ვადაში არ აღმოიფხვრა ტექნიკური ხარვეზი;

ე) განმცხადებელმა ნებაყოფლობით უარი განაცხადა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაზე.

6. განაცხადში აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზი არ მიიჩნევა დისკვალიფიკაციის საფუძვლად და იგი უნდა გასწორდეს განმცხადებლის მიერ მისი გამოვლენიდან ორი სამუშაო დღის ვადაშ