1. საბჭო საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმებს ადგენს ამ წესის საფუძველზე და საგრანტო პროგრამის მიზნების შესაბამისად.
2. საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები ქვეყნდება საგრანტო კონკურსის შესახებ განცხადებაში სამინისტროს ოფიცილურ ვებ გვერდზე.
3. საგრანტო წინადადების შეფასების მინიმალური კრიტერიუმებია:
ა) დასმული საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის მეთოდი;
ბ) საგრანტო წინადადების შესრულების ვადა;
გ) ადამიანური რესურსების გამოცდილება;
4. საგრანტო პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით საბჭო ადგენს დამატებით შეფასების კრიტერიუმებს.
5. საგრანტო წინადადებები ფასდება საბჭოს მიერ ცალ-ცალკე საგრანტო პროგრამით თითოეული კრიტერიუმისათვის დადგენილი ქულების ზღვრული მოცულობის მიხედვი