1. საბჭო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს ამ წესის საფუძველზე და საგრანტო პროგრამის მიზნების შესაბამისად.
2 განმცხადებლის მოთხოვნით, საბჭო ვალდებულია გონივრულ ვადაში განმარტოს საკვალიფიკაციო მოთხოვნების დებულებები.
3. დაუშვებელია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციამ, რომელიც არის ვალაუვალი/გადახდისუუნარო ან/და აქვს საგადასახადო დავალიანება.
4. ორგანიზაცია,რომელიც ვერ აკმაყოფილებს საკონკურსო განაცხადის პირობებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უნდა იქნას დისკვალიფიცირებული