1. სახელმწიფო გრანტის მიმღებს საჯარო კონკურსის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების მიზნის ფარგლებში, საგრანტო პერიოდის დასრულებამდე, შეუძლია მიმართოს სააგენტოს დამატებითი საგრანტო განაცხადით, თუ განხორციელებულია არანაკლებ ერთი მონიტორინგი და ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე დარჩენილია საგრანტო პერიოდის არანაკლებ 2/3.

2. საგრანტო განაცხადში უნდა დასაბუთდეს დამატებითი გრანტის გაცემის საჭიროება და თან უნდა დაერთოს შესაბამისი დოკუმენტაცია. მოთხოვნილი დამატებითი გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი ბიუჯეტის 30%-ს. დამატებითი საგრანტო განაცხადი სააგენტოს წარედგინება ამ წესის შესაბამისად.

3. სააგენტო ამოწმებს საგრანტო განაცხადის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას. თუ საგრანტო განაცხადი არ აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას,  სააგენტოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.

4. საბჭო დამატებითი გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ წესის შესაბამისად.

5. დამატებითი გრანტის გაცემის შესახებ სააგენტოსა და სახელმწიფო გრანტის მიმღებს შორის ფორმდება საგრანტო ხელშეკრულება ამ წესის შესაბამისად.

თავი III. თანადაფინანსებითი გრანტის გაცემის წე