1. საბჭოს უფლება აქვს საგრანტო განაცხადის შეფასების ეტაპზე, დამოუკიდებელი ექსპერტის სახით, მოიწვიოს ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამის სფეროში სპეციალური ცოდნა და საქმიანობას ეწევა დამოუკიდებლად.
2. საბჭო წარუდგენს დამოუკიდებელ ექსპერტს საექსპერტო მოსაზრებისთვის აუცილებელ ინფორმაციას/დოკუმენტაციას და განუსაზღვრავს საკითხთა წრეს, რაზეც საჭიროა ექსპერტის შეფასების/მოსაზრების მიღება.
3. დამოუკიდებელი ექსპერტი საბჭოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგენს წერილობით მოსაზრებას. დამოუკიდებელი ექსპერტი საქმიანობას ახორციელებს უსასყიდლოდ.
4. დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მოსაზრების წარმოუდგენლობა, ასევე მოსაზრების დაგვიანებით ან/და არასრულყოფილად წარმოდგენა ხელს არ უშლის გადაწყვეტილების მიღებას.
5. დამოუკიდებელი ექსპერტის მოსაზრებას საბჭოსთვის გააჩნია სარეკომენდაციო ხასიათ