1. საბჭოს სხდომას იწვევს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. საბჭოს სხდომაზე საკითხები განიხილება დღის წესრიგის შესაბამისად, რომლის შედგენასა და საბჭოს წევრებისათვის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელია სხდომის თავმჯდომარე.
2. სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს საბჭოს ყველა წევრი. საბჭო უფლებამოსილია, თუკი სხდომას ესწრება მინიმუმ 10 წევრი. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. თუ სხდომას ესწრება საბჭოს 10 წევრი, საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელია საბჭოს მინიმუმ 7 წევრის თანხმობა. საბჭოს ერთ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. საბჭოს წევრს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
3. საბჭოს მიერ საგრანტო განაცხადის შეფასება შედგება ორი ეტაპისაგან. პირველ ეტაპზე, საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრი თითოეულ საგრანტო განაცხადზე ავსებს შეფასების ფურცელს შემდეგი წესის დაცვით:
ა) საბჭოს წევრი ვალდებულია შეფასების ფურცელში კრიტერიუმების გასწვრივ მიუთითოს განსაზღვრულ ქულათა სისტემის შესაბამისად მის მიერ მინიჭებული ქულა. საბჭოს წევრს შეუძლია შეფასების ფურცლის შესაბამის გრაფაში გააკეთოს შენიშვნა/განმარტება;
ბ) საბჭოს წევრი ვალდებულია მიუთითოს თარიღი, ქულების ჯამური რაოდენობა, საკუთარი სახელი, გვარი და მოაწეროს ხელი.
4. საბჭოს სამდივნო საბჭოს წევრების მიერ წარდგენილი შეფასების ფურცლების საფუძველზე ითვლის თითოეული საგრანტო განაცხადის საშუალო შეფასებას. შეფასების მაქსიმალური ქულაა 100. თუ შეფასების ფურცლების საფუძველზე საგრანტო განაცხადის საშუალო შეფასება 70 ქულას და მეტს შეადგენს, მეორე ეტაპზე საბჭო მსჯელობს საგრანტო განაცხადის სახელმწიფო გრანტით დაფინანსების საკითხზე. მეორე ეტაპზე საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად კენჭი ეყრება საგრანტო განაცხადის სახელმწიფო გრანტით დაფინანსების საკითხს.
5. საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ წესში, წყვეტს საბჭო.
6. სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საბჭოს სხდომის მდივნად განისაზღვრება სააგენტოს თანამშრომელ