1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის №119 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს დებულების“ შესაბამისად და მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. საბჭო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება, ჩაერიოს საბჭოს საქმიანობაში ან/და გადაწყვეტილების მიღების მიზნით მოახდინოს რაიმე სახის ზეგავლენა.

3. საბჭო:

ა)  სააგენტოს მიერ განხორციელებული მოკვლევისა და ანალიზის საფუძველზე, განსაზღვრავს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების დოკუმენტს;

ბ) იხილავს განსახილველ საგრანტო განაცხადებს და იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადების დაფინანსების თაობაზე;

გ) საჭიროების შემთხვევაში, ამ წესის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას დოკუმენტაციის/ინფორმაციის დაზუსტების ან/და დამატებით წარმოდგენის თაობაზე;

დ) საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მოსაზრების მისაღებად ამ წესის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს სხდომაზე დარგის დამოუკიდებელი ექსპერტის ან/და შესაბამისი უწყების წარმომადგენლის მოწვევის თაობაზე;

ე) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება იმ შემთხვევაში:

ა) თუ გათავისუფლდა შესაბამისი თანამდებობიდან;

ბ) თუ სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

გ) თუ მან პირადი განცხადებით უარი თქვა წევრობაზე;

დ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

ე) თუ სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

ვ) თუ გარდაიცვალ