1. სააგენტო, საბჭოს მიერ სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების განსაზღვრისთვის, ახორციელებს წინასწარ მოკვლევასა და ანალიზს, რა მიზნითაც მართავს კონსულტაციებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან/საჯარო დაწესებულებებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.
2. სააგენტო წინასწარი მოკვლევისა და ანალიზის შედეგებს წარუდგენს საბჭოს, რომელიც განიხილავს და ამ წესის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების დოკუმენტის საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს მთავრობას წარედგინება საბჭოს თავმჯდომარის მიე