სააგენტო:

ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს საკონკურსო პირობებს;

ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს  საგრანტო განაცხადის ფორმასა და შეფასების კრიტერიუმებს;

გ) აქვეყნებს განცხადებას საჯარო კონკურსის გამოცხადების შესახებ;

დ) იღებს საგრანტო განაცხადებს და ამოწმებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ფორმალურ შესაბამისობას;

ე) გადაწყვეტილების მიღების მიზნით საბჭოს წარუდგენს იმ განაცხადებს, რომელიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ფორმალურად შეესაბამება;

ვ) უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას;

ზ) ახორციელებს სახელმწიფო გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგს;

თ) ახდენს ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეაგირებას;

ი) ასრულებს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

თავი II. საჯარო კონკურ