1. საბჭოს წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, თუ მას ნათესაური ურთიერთობა აქვს მსჯავრდებულთან, მსჯავრდებულის დამცველთან, მის კანონიერ წარმომადგენელთან ან დაზარალებულთან ანდა ის იცავდა ან იცავს მსჯავრდებულის ინტერესებს ან უფლებებს; ასევე, თუ არსებობს სხვა გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს საბჭოს წევრის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში. თუ მას ეს არ განუცხადებია, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება საბჭოს წევრის აცილების შესახებ მსჯავრდებულის საქმეზე საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
2. საბჭოს წევრის განცხადება თვითაცილების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. საბჭოს წევრის აცილების შესახებ დასაბუთებულ განცხადებას იხილავს და წყვეტს საბჭო ამ წევრის მონაწილეობის გარეშე. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ამ ნორმაზე არ ვრცელდება ამ წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა, ხოლო თუ განიხილება საბჭოს თავმჯდომარის აცილების საკითხი, საბჭოს უხუცესი წევრის ხმა.
3. საბჭოს თავმჯდომარის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს ამ წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით შერჩეული საბჭოს სხვა წევრი, ხოლო თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საბჭოს უხუცესი წევრი.
4. თუ აცილებული ან თვითაცილებული იქნება საბჭოს წევრთა ისეთი ოდენობა, რომ საბჭო ვეღარ იქნება გადაწყვეტილებაუნარიანი, მსჯავრდებულის საქმე განსახილველად გადაეცემა სხვა საბჭოს, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური დირექტორ