1. საბჭოების საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში შემავალი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში –
საბჭოს აპარატი).
2. საბჭოს აპარატი:
ა) უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის ოქმის წარმოებას;
ბ) უზრუნველყოფს საბჭოს წევრებისთვის მასალების პერიოდულად გაგზავნას;
გ) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
დ) აწარმოებს საბჭოს მიერ განხილული საქმეების რეესტრს;
ე) ამზადებს კვარტალურ სტატისტიკას, რომელიც გამოსაქვეყნებლად გადაეცემა სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარმოადგენს სამსახურის ადგილობრივ საბჭოებს;
ზ) უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები) სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით.
3. საბჭოს აპარატის თანამშრომელი ესწრება საბჭოს სხდომებს და უზრუნველყოფს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას.
4. საბჭოს აპარატის თანამშრომელი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაიცვას პერსონალური მონაცემები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისა