1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში –
თავმჯდომარე), რომელსაც საბჭოს წარდგინებით, საბჭოს უფლებამოსილების ვადით, საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი.

2. თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევა ხდება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.

3. თავმჯდომარე:

ა) განსაზღვრავს საბჭოს სხდომის ჩატარების დროსა და ადგილს;

ბ) იწვევს საბჭოს სხდომებს;

გ) ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობას;

დ) უძღვება საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვას;

ე) ხელს აწერს საბჭოს სხდომის ოქმს და გადაწყვეტილებას;

ვ) ზედამხედველობს საბჭოს წევრების მიერ მოვალეობათა შესრულებას;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, ასრულებს საბჭოს სხვა წევრი.

5. საბჭოს წევრს უფლება აქვს:

ა) დასვას საკითხი საბჭოს სხდომაზე განსახილველად;

ბ) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს საქმიანობაში;

გ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;

დ) გაეცნოს შუამდგომლობას და საქმის მასალებს.

6. საბჭოს წევრი ვალდებულია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაიცვას პერსონალური მონაცემები და არ  გაახმაუროს მსჯავრდებულთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სხვა ინფორმაცია;

გ) არ გამოიყენოს საბჭოს წევრის სტატუსი პირადი ან თავისი პროფესიული ინტერესებისათვის;

დ) უარი თქვას ნებისმიერი სახის უკანონო შემოთავაზებაზე და არ გამოიყენოს არსებული მდგომარეობა სოციალურ-ეკონომიკური ან სხვა რაიმე სახის სარგებლის მისაღებად;

ე) მსჯავრდებულებთან ურთიერთობისას იყოს თავაზიანი და ტაქტიანი;

ვ) არ მოიმოქმედოს არაფერი იმგვარი, რაც შელახავს საბჭოს იმიჯს ან რეპუტაცია