1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში –
სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –
სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში –
სამსახური) ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს.
2. საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა.
3. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, ეს წესი და სხვა ნორმატიული აქტები.
4. საბჭოს ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27.
5. საბჭოს აქვს თავისი ბეჭედი, რომელიც ინახება საბჭოს თავმჯდომარესთა