1. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს:

ა) მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა;

ბ) მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

2. საბჭო უფლებამოსილია მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია მიიღოს ელექტრონულად, აგრეთვე გამოითხოვოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალები და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებებ