1. საბჭო, როგორც წესი, ყოველი თვის 15 რიცხვამდე შემოსულ შუამდგომლობებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იხილავს მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.
2. მხარეს უფლება აქვს შუამდგომლობის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.
3. შუამდგომლობის ზეპირ მოსმენაზე დაშვების შემთხვევაში თავმჯდომარე განსაზღვრავს ზეპირი მოსმენის ჩატარების სახესა და თარიღს. ზეპირი მოსმენა უნდა ჩატარდეს შუამდგომლობის შემოსვლის დღიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში.
4. საბჭოში შემოსული მასალები გასაცნობად ეგზავნებათ საბჭოს წევრებს საბჭოს სხდომის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღისა.
5. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობით ეცნობება მსჯავრდებულს და იმ პირს, ვინც შუამდგომლობით მიმართავს საბჭო