1. საბჭო ზეპირ მოსმენას ატარებს ამ წესით დადგენილ შემთხვევებში და წესით.
2. ზეპირი მოსმენის სხდომაზე მონაწილეობის უფლება აქვს დაინტერესებულ მხარეს (მსჯავრდებულს, რომლის საქმეც იხილება, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და იმ დაწესებულების წარმომადგენელს, სადაც მსჯავრდებული სასჯელს იხდის ან იხდიდა). საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად, შესაძლოა მოწვეულ იქნენ დაინტერესებული მხარე და სპეციალური ცოდნის (ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, პედაგოგი ან სხვა ვიწრო სპეციალიზაციის) მქონე პირი. მოწვეული სპეციალისტის გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საბჭოს სხდომის ჩატარებას.
3. დაინტერესებულ მხარეებს წერილობით უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 3 დღით ადრე მაინც, გადაეგზავნოს საქმის მასალები და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.
4. შეტყობინებაში მიეთითება საბჭოს უფლებამოსილება –
საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს დაინტერესებული მხარის მონაწილეობის გარეშეც. მსჯავრდებულისათვის გასაგზავნ შეტყობინებაში დამატებით უნდა განიმარტოს მისი უფლებები.
5. თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს ზეპირ მოსმენაში მონაწილეობაზე, საბჭო საქმეს განიხილავს მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე.
6. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საქმის განხილვისას საბჭოს სხდომაზე დამცველის/კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულო