1. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენა ტარდება ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომას იწვევს, ხსნის და წარმართავს თავმჯდომარე.

2. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომა იმართება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიული ორგანოს –
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროსა (შემდგომში –
ბიურო) და დაწესებულებას შორის პირდაპირი, ვიზუალური და ხმოვანი კავშირით.

3. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაინტერესებულ მხარეებს წერილობით უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 3 დღით ადრე მაინც, გადაეგზავნოთ საქმის მასალები და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.

4. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის ორგანიზებას უზრუნველყოფს ის დაწესებულება, რომლიდანაც ხორციელდება ვიდეოკავშირი.

5. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე უზრუნველყოფს მსჯავრდებულის მოთავსებას ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში.

6. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენისას დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მსჯავრდებულისა და მისი დამცველის/კანონიერი წარმომადგენლის ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობა, რის შესახებაც მსჯავრდებულისა და მისი დამცველის/კანონიერი წარმომადგენლის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა.

7. დაწესებულებაში ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირ მოსმენას ესწრება მსჯავრდებული. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიმართ საკითხის განხილვისას არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის ან დამცველის დასწრება სავალდებულოა. ბიუროში ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირ მოსმენას ესწრებიან  საბჭოს წევრები და საბჭოს აპარატის თანამშრომელი. მსჯავრდებულის დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირ მოსმენას დაესწროს ან დაწესებულებაში ან ბიუროში, რის თაობაზეც საბჭოს უნდა აცნობოს წინასწარ.

8. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს სახელმწიფო ენაზე. მსჯავრდებული, რომელმაც არ იცის სამართალწარმოების ენა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს თარჯიმნის მომსახურებით.

9. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენა ტარდება ამ წესის თანახმად.

10. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება, რომელშიც სასჯელს იხდის მსჯავრდებული, არ არის აღჭურვილი ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის ჩატარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით, ზეპირი მოსმენა ტარდება ამ წესის მე-17 მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისა