1. თუ პირი იმყოფება ერთი მხარის ტერიტორიაზე და უნდა დაიკითხოს მეორე მხარის სასამართლო ორგანოების მიერ მოწმის ან ექსპერტის სახით, ამ უკანასკნელს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო მოსმენის ჩატარება ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, თუ ამ პირის პირადი გამოცხადება მის ტერიტორიაზე არასასურველია ან შეუძლებელია, როგორც ეს გათვალისწინებულია მე-2-მე-7 პუნქტებით.
2. მოთხოვნის მიმღები მხარე თანახმაა ჩაატაროს სასამართლო მოსმენა ვიდეოკონფერენციის მეშვეობით იმ პირობით, თუ ვიდეოკონფერენციის გამოყენება არ ეწინააღმდეგება მისი კანონმდებლობის ძირითად პრინციპებს და, თუ მას გააჩნია ვიდეოკონფერენციის ჩასატარებლად ტექნიკური საშუალებები. თუ მოთხოვნის მიმღებ მხარეს ვიდეოკონფერენციის ჩატარებისთვის არ გააჩნია წვდომა ტექნიკურ საშუალებებზე, ასეთი საშუალებები მას შეიძლება მიეწოდოს მომთხოვნი მხარის მიერ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
3. მოთხოვნა სასამართლო მოსმენის ჩატარებაზე ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, დამატებით, უნდა შეიცავდეს კონვენციის მე-14 მუხლში მითითებულ ინფორმაციას, ასევე მიზეზს, თუ რის საფუძველზეა არასასურველი, ან შეუძლებელია მოწმისთვის ან ექსპერტისთვის სასამართლო სხდომაზე პირადად გამოცხადება, ასევე, სასამართლო ორგანოსა და იმ პირთა დასახელებას, რომლებიც ჩაატარებენ სასამართლო მოსმენას.
4. მოთხოვნის მიმღები მხარის სასამართლო ორგანო სასამართლოში იძახებს შესაბამის პირს იმ ფორმით, როგორც ეს დადგენილია მისი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. სასამართლო მოსმენაზე, რომელიც ტარდება ვიდეოკონფერენციის სახით, ვრცელდება შემდეგი ნორმები:
ა. მოთხოვნის მიმღები მხარის სასამართლო ორგანო წარმოდგენილია სასამართლო მოსმენაზე, საჭიროების შემთხვევაში, სარგებლობს თარჯიმნის დახმარებით და, ასევე, პასუხისმგებელია როგორც დასაკითხი პირის პიროვნების დადგენის უზრუნველყოფაზე, ისევე მოთხოვნის მიმღები მხარის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების დაცვაზე. თუ მოთხოვნის მიმღები მხარის სასამართლო ორგანო ჩათვლის, რომ სასამართლო მოსმენის მიმდინარეობისას ირღვევა მოთხოვნის მიმღები მხარის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპები, იგი დაუყოვნებლივ იღებს საჭირო ზომებს, რათა უზრუნველყოს სასამართლო მოსმენის ჩატარება მითითებული პრინციპების შესაბამისად;
ბ. დასაკითხ პირთა დაცვის ზომები, საჭიროების შემთხვევაში იქნება შეთანხმებული მომთხოვნი მხარისა და მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურ ორგანოებს შორის;
გ. სასამართლო მოსმენა მიმდინარეობს უშუალოდ ან მომთხოვნი მხარის სასამართლო ორგანოს ხელმძღვანელობით, საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად;
დ. მომთხოვნი მხარის ან დასაკითხი პირის მოთხოვნის საფუძველზე, მომთხოვნი მხარე დასაკითხ პირს, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს თარჯიმნის დახმარებით;
ე. დასაკითხ პირს შეუძლია გამოიყენოს უფლება, უარი განაცხადოს მოწმის ჩვენების მიცემაზე, რომლითაც იგი სარგებლობს მომთხოვნი და მოთხოვნის მიმღები მხარის კანონმდებლობების შესაბამისად.
6. პირთა დაცვისთვის შეთანხმებული ზომებისადმი ზიანის მიუყენებლად, მოთხოვნის მიმღები მხარის სასამართლო ორგანო სასამართლო მოსმენის დამთავრებისას ადგენს ოქმს სასამართლო მოსმენის ჩატარების თარიღისა და ადგილის, დაკითხული პირების, სასამართლო მოსმენაში მონაწილე ყველა სხვა პირის იდენტურობისა და ფუნქციების მითითებით, რომლებიც წარმოადგენენ მოთხოვნის მიმღებ მხარეს, ასევე ყველა ფიცისა და ტექნიკური პირობების მითითებით, რომლის მიხედვითაც ჩატარდა სასამართლო მოსმენა. აღნიშნული დოკუმენტი ეგზავნება მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ მომთხოვნი მხარის კომპეტენტურ ორგანოს.
7. ყოველი მხარე იღებს აუცილებელ ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ, თუ მოწმეები ან ექსპერტები იკითხებიან მათ ტერიტორიაზე ამ მუხლის შესაბამისად, და ისინი უარს აცხადებენ მოწმის ჩვენების მიცემაზე, ვალდებულნი არიან რა მისცენ ამგვარი ჩვენება, ან არ აძლევენ ჭეშმარიტ ჩვენებას, მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა გამოიყენება იმავე ფორმით, თითქოს სასამართლო მოსმენა მიმდინარეობდა შიდასახელწმიფოებრივი პროცედურების თანახმად.
8. მხარეებს შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში, თავიანთი შეხედულემისამებრ, და თავიანთი კომპეტენტური სასამართლო ორგანოების თანხმობით, ამ მუხლის დებულებები გამოიყენონ ვიდეოკონფერენციის მეშვეობით გამართულ სასამართლო მოსმენებზე, რომელშიც ჩართულნი არიან ბრალდებული ან ეჭვმიტანილი. ასეთ შემთხვევაში, ვიდეოკონფერენციაზე და მისი ჩატარების საშუალებაზე გადაწყვეტილების მიღება ექვემდებარება დაინტერესებულ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას მათი ეროვნული კანონმდებლობისა და შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისად. სასამართლო მოსმენა, რომელშიც მონაწილეობს ბრალდებული ან ეჭვმიტანილი, იმართება მხოლოდ მათი თანხმობის საფუძველზე.
9. ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს, ნებისმიერ დროს, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე განცხადების გაგზავნის გზით, შეუძლია განაცხადოს, რომ ის არ ისარგებლებს იმ შესაძლებლობით, რომ ვიდეკონფერენციის საშუალებით ჩაატაროს სასამართლო მოსმენა, რომელშიც ჩართულნი არიან ეჭვმიტანილი ან ბრალდებული, რაც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-8 პუნქტი