ამ კონვენციის 24-ე მუხლი შეიცვალოს შემდეგი დებულებებით:
„ნებისმიერ სახელმწიფოს, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირებისას, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი განცხადების მეშვეობით შეუძლია განსაზღვროს, თუ რომელ ორგანოებს განიხილავს როგორც სასამართლო ორგანოებს კონვენციის მიზნებისთვის. მომავალში სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს იმავე საშუალებით შეცვალოს თავისი განცხადების პირობები.“.