კონვენციის პირველი მუხლი შეიცვალოს შემდეგი დებულებებით:

„1. მხარეები, კონვენციის დებულებების თანახმად, ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ ერთმანეთს სამართლებრივი დახმარების ყველაზე ფართო ზომა სამართალწარმოებისას იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომელთათვისაც დახმარების აღმოჩენის შესახებ თხოვნის მომენტისთვის სასჯელი ექცევა მომთხოვნი მხარის სასამართლო ორგანოების იურისდიქციის ქვეშ.

2. წინამდებარე კონვენცია არ ვრცელდება დაპატიმრებებზე, განაჩენთა აღსრულებაზე ან იმ სამხედრო დანაშაულებზე, რომლებიც ჩვეულებრივი სისხლის სამართლის შესაბამისად არ ითვლება დანაშაულად.

3. ურთიერთდახმარება ასევე შეიძლება აღმოჩენილ იქნეს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაწყებული სამართალწარმოებისას ისეთი ქმედებების მიმართ, რომლებიც ისჯება მომთხოვნი და მოთხოვნის მიმღები მხარეების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობებით, როგორც სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევები, რომლის დროსაც გადაწყვეტილებამ შესაძლოა გამოიწვიოს სამართალწარმოების დაწყება სისხლის სამართლის საქმეებზე იურისდიქციის მქონე სასამართლოში.

4. ურთიერთდახმარების აღმოჩენაზე არ უნდა ითქვას უარი მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ის ეხება ქმედებებს, რომლისთვისაც იურიდიული პირი შესაძლოა, იქნეს პასუხისგებაში მიცემული მომთხოვნ მხარე სახელმწიფოში