1.    თუ პირი იმყოფება ერთ-ერთი მხარის ტერიტორიაზე და უნდა იქნეს დაკითხული მეორე მხარის სასამართლო ორგანოების მიერ მოწმის ან ექსპერტის სახით, ამ უკანასკნელს შეუძლია, თუ ეს დასაშვებია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, მოითხოვოს დახმარება მეორე მხარისგან, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება ეს პირი, სასამართლო მოსმენის სატელეფონო კონფერენციის საშუალებით ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც გათვალისწინებულია მე-2 – მე-6 პუნქტებით.

2.  სასამართლო მოსმენა შესაძლოა, ჩატარდეს სატელეფონო კონფერენციის საშუალებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მოსმენის ამგვარად ჩატარებაზე თანახმაა მოწმე ან ექსპერტი.

3.  მოთხოვნის მიმღები მხარე თანახმაა სატელეფონო კონფერენციის საშუალებით სასამართლო მოსმენის ჩატარებაზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მისი კანონმდებლობის ძირითად პრინციპებს.

4. მოთხოვნა სასამართლო მოსმენის სატელეფონო კონფერენციის მეშვეობით ჩატარების შესახებ, კონვენციის მე-14 მუხლში მოცემულ ინფორმაციაზე დამატებით უნდა შეიცავდეს  სასამართლო ორგანოსა და პირთა დასახელებას, რომლებიც ჩაატარებენ სასამართლო მოსმენას, და ასევე, უნდა უთითებდეს, რომ მოწმეს ან ექსპერტს აქვთ სურვილი მონაწილეობა მიიღონ  სატელეფონო კონფერენციის მეშვეობით გამართულ სასამართლო მოსმენაში.

5.სასამართლო მოსმენასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები შეთანხმდება შესაბამის მხარეებს შორის. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები მხარე ვალდებულია:

ა. შეატყობინოს შესაბამის მოწმეს ან ექსპერტს სასამართლო მოსმენის ჩატარების თარიღისა და ადგილის შესახებ;

ბ. უზრუნველყოს მოწმის ან ექსპერტის პიროვნების დადგენა;

გ. დაადასტუროს მოწმის ან ექსპერტის თანხმობა სასამართლო მოსმენის სატელეფონო კონფერენციის მეშვეობით ჩატარების თაობაზე.

6. მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია თავისი თანხმობა განაპირობოს მე-9 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების შესაბამისი დებულებებით, ნაწილობრივ ან სრულა