1. ამ მუხლის დებულებები ვრცელდება ნებისმიერი მომსახურების მოთხოვნაზე, რომელიც მოცემულია კონვენციის მე-7 მუხლისა და მისი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის შესამისად.

2.   საპროცესო დოკუმენტები და სასამართლო გადაწყვეტილებები ყველა შემთხვევაში გადაიცემა იმ ენაზე ან იმ ენებზე, რა ენაზეც ისინი არის შედგენილნი.

3.   კონვენციის მე-16 მუხლის დებულებების მიუხედავად, თუ დოკუმენტის გამომცემ ორგანოს აქვს ვარაუდის საფუძველი, რომ ადრესატი ფლობს სხვა ენას, დოკუმენტებს ან სულ ცოტა მათი მნიშვნელოვან ნაწილებს თან სდევს თარგმანი ამ ენაზე.

4.   კონვენციის მე-16 მუხლის დებულებების მიუხედავად, საპროცესო დოკუმენტებსა და სასამართლო გადაწყვეტილებებს  თან სდევს მოკლე რეზიუმე თავის შინაარსთან ერთად, რომელიც ნათარგმნია მხარის ერთ–ერთ ენაზე, მოთხოვნის მიმღები მხარის მოხერხებულობისთვი