1. მომთხოვნ და მოთხოვნის მიმღებ მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ ისინი დაეხმარებიან ერთმანეთს იმ თანამდებობის პირების მიერ დანაშაულის გამოძიების გატარებაში, რომლებიც მოქმედებენ საიდუმლოდ ან როგორც გამოგონილ პიროვნებად (საიდუმლო გამოძიება).
2. გადაწყვეტილება მოთხოვნის შესახებ მიიღება მომთხოვნი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და პროცედურების გათვალისწინებით. საიდუმლო გამოძიების ხანგრძლივობა, დეტალური პირობები და შესაბამისი თანამდებობის პირების იურიდიული სტატუსი, საიდუმლო გამოძიების მიმდინარეობისას, შეთანხმდება მხარეებს შორის მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად.
3. საიდუმლო გამოძიება ტარდება იმ მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს გამოძიება. მონაწილე მხარეები თანამშრომლობენ, რათა ხელი შეუწყონ საიდუმლო გამოძიების მომზადებასა და მისი გატარების კონტროლს, ასევე ატარებენ ღონისძიებებს იმ თანამდებობის პირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც მოქმედებენ საიდუმლოდ ან როგორც გამოგონილი პირები.
4. მხარეები, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირებისას, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი განცხადების მეშვეობით, უთითებენ იმ ორგანოებს, რომლებიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის წარმოადგენენ კომპეტენტურ ორგანოებს. მომავალში მათ ნებისმიერ დროს იმავე საშუალებით შეუძლიათ შეცვალონ თავისი განცხადების პირობებ